რომან კაკულია „360 გრადუსის“ წამყვანს -  თქვენს ეთერში გაკეთებული განცხადების შემდეგ შავ დღეში ვარ, მაგრამ შემოდგომით მმართველი გუნდისთვის შეცდომების გაანალიზება აუცილებელია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რომან კაკულიას განცხადებით, შემოდგომაზე, „ქართული ოცნების“ მიერ ყველა შეცდომის გაანალიზება თუ არ მოხდა, ისინი ამომრჩევლის წინაშე ვერ წარდგებიან ისეთი განახლებული გუნდით, რომელსაც შეეძლება, მომავალში დიდი მხარდაჭერით მართოს ქვეყანა. მისი თქმით, შეცდომების გაანალიზება აუცილებელია.

„მგონია, რომ ამას ყველაფერს კარაგად გავიაზიარებთ და ნელ-ნელა მივალთ იქამდე, რასაც საპარლამენტო რესპუბლიკა ჰქვია. როდესაც თქვენთან ვსაუბრობდი სამომავლო გეგმებზე და ასე შემდეგ, პირველ რიგში, ჩემი მიზანი სწორედ ის გახლავთ, რომ „შემოდგომა, შემოდგომა“, თქვენს ეთერში გაჟღერდა და თქვენთან გაჟღერებული ინფორმაციის მერე შავ დღეში ვარ, მაგრამ თემა ის არის, რომ შემოდგომით, ყველა შეცდომის გაანალიზება თუ არ მოხდა, ჩვენ ვერ წავრდგებით ისე ამომრჩევლის წინაშე, რომ რეალურად შევთავაზოთ მას განახლებული გუნდი, რომელსაც პრეტენზია ექნება, რომ მომავალში, დიდი მხარდაჭერით მართოს ქვეყანა“, - განაცხადა კაკულიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსში“.

წამყვანის კითხვაზე, ვისი მხრიდან იყო კაკულია „შავ დღეში“, დეპუტატმა უპასუხა: „მოვა დრო და დაზუსტდება“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა