ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი დღეს ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოებს დაათვალიერებს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ანაკლიის განვითარების კონსორციუმში განუცხადეს.
როგორც კონსორციუმში განმარტავენ, მაია ცქიტიშვილი "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენერალურ დირექტორს ლევან ახვლედიანს შეხვდება და სამუშაოებს ადგილზე დაათვალიერებს. ლევან ახვლედიანი მინისტრს პროექტის პრეზენტაციას წარუდგენს.
ცნობისთვის, ეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის პირველი ვიზიტია ანაკლიაში.