გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, 7 მაისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მთაწმინდისა და ვაკის რაიონებში 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთის, ბეთაანის , სოფელი სამადლოს და დიდების მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, 9 აპრილის ბაღის, გუნიას, გოგებაშვილის, ბელინსკის, ჭოველიძის და ჩიტაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

13 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარჯვენა სანაპიროს და სანაპიროს ქუჩის მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში 09 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაგების დასახლების, დაბა წყნეთის, სატყეო უბნის, ივანე და ალექსანდრე ნიკურაძეების, მიხეილ ქორქიას, ივანე მაჩაბელის და იმედაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, მზიურის მიმდებარე ტერიტორიის, ნინო რამიშვილის, ატენის და ლიზიკო ქავთარაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანი-2 დასახლების, მუხიანის ნაკვეთების, მუხიანის IVა მიკრორაიონის, მუხიანის IVბ მიკრორაიონის, გლდანის მასივის „ა“, I, II, III, IV, VIII მიკრორაიონების, გამარჯვების, ილია ვეკუას, ანგია ბოჭორიშვილის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების, პეტრე იბერის და პეტრიწის ქუჩების მცხოვრებლებს.

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის IV მიკრორაიონის, ანდრო ჭილაიას, ინტენსიფიკაციის და ტოგო გუდავას ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის და ნადირა ხოშარაულის ქუჩების მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: არსენალის მთის, მარჯანიშვილის, თამარშენის, ლამის, ახუთის, ბოდავის, პეტრე ბაგრატიონის, ჯაბაურის, დიღომბარის, ასპინძის, ტერენტი გრანელის, ახალი არსენალის, ნინო და კალისტრატე სალიების, ჩეჩელაშვილის, პაატა სააკაძის, ძეგამის, ბერიაშვილის, გუმათის, ეკატერინე ჭავჭავაძის, ხრამჰესის, სიღნაღის, დავითაშვილის, ბოდავის და მნათობის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამგორი-2 დასახლების, ქვემო ალექსეევკის, კახეთის გზატკეცილის, ხვედელიანის, ბესარიონ ქებურიას და აეროპორტის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, გუდარეხის, სერგო წულაძის, ივანე როსტომაშვილის, ნინიძის, დიდგორის, ციხისძირის, ბალადანის, მეველეს, სამგორის, შალვა დოლიძის, ბოგდან ხმელნიცკის, თეთრიწყაროს, ჩოხელის და გია ბაქარაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში 12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვარდისუბნის ქუჩის მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს