თურქეთის ოპოზიციის ლიდერი - სტამბოლში მერის ხელახალი არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება დიქტატურის ნიშანია

თურქეთის საარჩევნო კომისიამ სტამბოლში თვითმმართველობის არჩევნების ხელახლა ჩატარების განკარგულება გამოსცა. არჩევნები 23 ივნისს გაიმართება. ხელახალი არჩევნების მიზეზი სტამბოლის თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატის, ექრემ იმამოღლუს გამარჯვება გახდა, აღნიშნულის გამო პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის პარტიამ არჩევნების შედეგები ეჭვის ქვეშ დააყენა და მისი ხელახალი ჩატარება მოითხოვა.

მმართველ პარტიაში განაცხადეს, რომ განმეორებითი არჩევნების საჭიროება იმიტომ გაჩნდა, რომ საარჩევნო უბნებში მომუშავე ადამიანები საჯარო მოხელეები არ იყვნენ და ცალკეული ოქმები არ იყო ხელმოწერილი.

ოპოზიციის ლიდერის ონურსალ ადიგუზელის თქმით, კი ხელახალი არჩევნების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება დიქტატურის ნიშანია.

„სისტემა, რომელიც უარყოფს მოქალაქეების სურვილს და კანონს, არც დემოკრატიულია და არც ლეგიტიმური“, - განაცხადა ადიგუზელმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო