დავით ქაცარავა - დავით გარეჯის ტერიტორიაზე ჩვენი ჯგუფის 5 წევრი პატრულირებს, აქ იქამდე დავრჩებით, ვიდრე საჭიროება იქნება

დავით გარეჯის ტერიტორიაზე ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ პატრულირებას განაგრძობს. მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებლის დავით ქაცარავას თქმით, ტერიტორიაზე ამ დროისთვის სიმშვიდეა.

„ჩვენ პატრულირება დავიწყეთ. აღდგომის ტაძართან ვითარება ჯერჯერობით უცვლელია. აბსოლუტურად მშვიდობიანი მონიტორინგი გვაქვს, ვმოძრაობთ ტურისტულ მარშრუტებზე, არსად გადავდივართ და ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ სიტუაციის გაკონტროლება, რომელმაც გამოიწვია ასეთი ვნებათაღელვა საზოგადოებაში. ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ საზოგადოებას დროული ინფორმაცია მივაწოდოთ“,- აცხადებს დავით ქაცარავა.

მისივე თქმით, დავით გარეჯის ტერიტორიაზე ამ დროისთვის ჯგუფის ხუთი წევრი პატრულირებს და მონიტორინგს მთელი დღის განმავლობაში გააგრძელებენ.

„ჩვენ აქ დავრჩებით იქამდე, ვიდრე ინტერესი და საჭიროება იქნება. ვადას წინასწარ ვერ განვსაზღვრავთ. საზოგადოების მაღალ ინტერესს ვხედავთ და იმას, რომ აუცილებელია საზოგადოების ინფორმირება“, - აცხადებს ქაცარავა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა