მიანმარში Reuters-ის ჟურნალისტები პატიმრობიდან გაათავისუფლეს

მიანმარში Reuters-ის ჟურნალისტები პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად სააგენტო ავრცელებს.

ჟურნალისტებმა ვა ლონმა და კიუ სუ-ომ საპატიმრო უკვე დატოვეს. აღსანიშნავია, რომ მათი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება მიანმარის პრეზიდენტმა ვინ მინტმა მიიღო, რომელიც ყოველ წელს ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ასობით პატიმარს იწყალებს.

ჟურნალისტებმა პატიმრობაში 500 დღე გაატარეს. ისინი 2017 წლის დეკემბერში დააკავეს და საიდუმლო ინფორმაციის გამოქვეყნებაში დაადანაშაულეს. აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტები როჰინჯა მუსლიმების უფლებების დარღვევის ფაქტებს აშუქებდნენ. ისინი ინტენსიურად ავრცელებდნენ მტკიცებულებებს თუ როგორ ხდებოდა ეთნიკური ჯგუფის შევიწროება.

შეგახსენებთ, რომ როჰინჯა ეთნიკური ჯგუფია, რომელიც მიანმარის შტატ რაკჰაში ცხოვრობს. რელიგიური განსხვავების გამო, მიანმარში მათი უფლებები ხშირად ირღვევა და ხშირია მათი მკვლელობისა თუ დაპატიმრების ფაქტები. აღსანიშნავია, რომ არსებული მძიმე მდგომარეობის გამო 2017 წელს 700 000-ზე მეტმა როჰინჯამ დატოვა მიანმარი და მათი უმეტესობა ბანგლადეშში გადასახლდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს