ევროკავშირი თურქეთის ხელისუფლებას სტამბოლის მერის არჩევნების შედეგების გაუქმებასთან დაკავშირებით განმარტებას სთხოვს

ევროკავშირი თურქეთის ხელისუფლებას სტამბოლის მერის არჩევნების შედეგების გაუქმებასთან დაკავშირებით განმარტებას სთხოვს. აღნიშნული განცხადება საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ფედერიკა მოგერინიმ გააკეთა.

მოგერინი აცხადებს, რომ ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება უკიდურესად პოლიტიზირებული იყო. როგორც მან აღნიშნა, სამართლიანი, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები აუცილებელია ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისათვის. მან ასევე ისაუბრა განმეორებითი არჩევნების დროს საერთაშორისო დამკვირვებლების ჩართლობის აუცილებლობაზე.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის საარჩევნო კომისიამ სტამბოლში თვითმმართველობის არჩევნების ხელახლა ჩატარების განკარგულება გამოსცა. არჩევნები 23 ივნისს გაიმართება. ხელახალი არჩევნების მიზეზი სტამბოლის თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატის, ექრემ იმამოღლუს გამარჯვება გახდა, აღნიშნულის გამო პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის პარტიამ არჩევნების შედეგები ეჭვქვეშ დააყენა და მისი ხელახალი ჩატარება მოითხოვა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა