ავსტრალიის პრემიერ-მინისტრს წინასაარჩევნო კამპანიის დროს კვერცხი ესროლეს

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრს სკოტ მორისონს წინასაარჩევნო კამპანიის დროს კვერცხი ესროლეს. შემთხვევა მორისონის სიტყვით გამოსვლისას მოხდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ერთი კვერცხი მას თავში მოხვდა.

აღსანიშნავია, რომ მას კვერცხი 25 წლის ქალმა ესროლა, რომელიც როგორც ირკვევა ლტოლვილების მიმართ ქვეყნის ხელისუფლების პოლიტიკის წინააღმდეგია და პროტესტი ამ გზით გამოხატა. მოგვიანებით სკოტ მორისონმა მომხდართან დაკავშირებით „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა და უსაფრთხოების თანამშრომლები სწრაფი რეაგირების გამო შეაქო. შეგახსენებთ, რომ ავსტრალიაში საპარლამენტო არჩევნები 18 მაისს გაიმართება.

იხილეთ ვიდეო: ავსტრალიის პრემიერ-მინისტრს წინასაარჩევნო კამპანიის დროს კვერცხი ესროლეს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა