ადვოკატის ინფორმაციით, ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციისთვის დაკავებული ოჯახის წევრებიდან ერთ-ერთი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ მას ნარკოტიკი „ჩაუდეს“

ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციისთვის დაკავებული ერთი ოჯახის წევრებიდან ერთ-ერთი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ მას ნარკოტიკი „ჩაუდეს“. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბრალდებულ ნიკა აბრამიძის ადვოკატმა გიორგი ლალიაშვილმა განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა თავდაპირველად აღიარა დანაშაული და გამოძიებას ჩვენებაც მისცა, თუმცა მოგვიანებით, ბრალდებულად დაკითხვისას მან განაცხადა, რომ უდანაშაულოა.

„პირველ გამოკითხვაში აღიარა ყველაფერი, თუმცა მერე განაცხადა, რომ თავს უდანაშაულოდ ცნობს და ამბობს, რომ ნარკოტიკები ჩაუდეს. გადაღებულია გადაადგილება, თუმცა არ ჩანს კადრებში ნარკოტიკების გასაღების ფაქტები. თუმცა ფაქტია, რომ მანქანიდან ამოღებულია ნარკოტიკები, რაზეც ამბობს, რომ ჩამიდესო“, - აღნიშნა ბრალდებულის ადვოკატმა.

გიორგი ლალიაშვილის თქმით, ამ ეტაპზე ნიკა აბრამიძეს პოლიციელების მხრიდან რაიმე სახის ზეწოლაზე არ უსაუბრია.

ცნობისთვის, ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით დაკავებულ ოჯახის წევრებს: დედას, მამას და 2 შვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ საქართველოში ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის მასშტაბური სქემა გამოავლინა. დაკავებულია 7 პირი.

„აღსანიშნავია, რომ დაკავებულთა შორის, 4 ბრალდებული ერთი ოჯახის წევრია: დედა, მამა და 2 შვილი. 7-კაციანი ორგანიზებული ჯგუფი წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით მოქმედებდა. კერძოდ, ისინი ინტერნეტით ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციას. ჩატარებული მასშტაბური ოპერაციის შედეგად, ორგანიზებული ჯგუფისგან ამოღებულია 2 125 შეკვრად დაფასოებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება“, - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო