მაია ცქიტიშვილი - „რუსთავი 2“-ზე არანაირი შეტევა არ მიმდინარეობს და ეს არის მორიგი მცდელობა, შეცდომაში შეიყვანოს ჩვენი მოქალაქეები და საერთაშორისო საზოგადოება

ეს არის სცენარი „რუსთავი 2“-ის მხრიდან, რომ წარმოაჩინოს, თითქოს რაღაც შეტევას აქვს ადგილი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გარშემო შექმნილ ვითარებაზე საუბრისას განუცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ ტელეკომპანიას სიტყვის თავისუფლება არ შეზღუდვია.

„რუსთავი 2“ არაერთხელ აანონსებს რაღაც შეტევებს, თუმცა შეუზღუდავი საშუალება აქვს გამოხატოს საკუთარი აზრი, მიუხედავად იმისა, რომ მათ მიერ აზრის გამოხატვა სცდება ყოველგვარ ეთიკურ, რეალურ და მორალურ ფორმებს, მათ შორის ლანძღვა -გინება პირდაპირი ეთერის საშუალებით. აქედან გამომდინარე, ყველანი ვრწმუნდებით, რომ „რუსთავი 2“-ზე არანაირი შეტევა არ მიმდინარეობს და ეს არის კვლავ მორიგი მცდელობა შეცდომაში შეიყვანოს, როგორც ჩვენი მოქალაქეები, ასევე საერთაშორისო საზოგადოება", - განაცხადა ცქიტიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა