კახაბერ გვანცელაძე - 180 ბაღი გვაქვს, 11-ით მეტი, ვიდრე წინა წელს, სექტემბერ-ოქტომბერში კი კიდევ 5 დაემატება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, დედაქალაქში სულ 180 სახელმწიფო ბაღია, რაც წინა წლის მაჩვენებლებს აღემატება. მისივე თქმით, აღნიშნული მაჩვენებელი წლის ბოლოს კიდევ გაიზრდება.

„წელს 180 ბაღი გვაქვს, 11 ბაღით მეტი, ვიდრე წინა წელს, თუმცა უკვე სექტემბერ-ოქტომბერში კიდევ დაემატება 5 ბაღი და 185 ბაღი გვექნება. ძირითადად დატვირთვა არის ვაკე-საბურთალოს და ჩუღურეთის რაიონში", - აღნიშნა კახაბერ გვანცელაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, საკრებულოს ინიციატივით, ბაღებში საყოველთაო რეგისტრაციის დროს პრიორიტეტი მარტოხელა მშობლებს მიენიჭათ.

„ისინი პირველი რეგისტრაციის ფაზაში ჩასხდებიან და მიეცემათ პრიორიტეტი რეგისტრაციისას. ანუ საყოველთაო რეგისტრაცია, როცა დაიწყება ბაღებში, მათ პრიორიტეტი მიენიჭებათ,"- განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა