მეტროსადგურების რეაბილიტაციისა და კაპიტალური შეკეთების საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისთვის 258 000 ლარი დაიხარჯება

„თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ მეტროსადგურების რეაბილიტაციისა და კაპიტალური შეკეთების საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისთვის 258 000 ლარს დახარჯავს. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულებაშია აღნიშნული, რომელიც პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმოწერით გამოქვეყნდა. როგორც განკარგულებაშია აღნიშნული, კვლევას კომპანია გამარტივებული შესყიდვით განახორციელებს.

„სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ მიეცეს უფლება, მეტროსადგურების რეაბილიტაციისა და კაპიტალური შეკეთების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისთვის აუცილებელი კვლევითი სამუშაოების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, 258 000 ლარის ფარგლებში“, - აღნიშნულია მთავრობის განკარგულებაში.

ცნობისთვის, მეტროპოლიტენის სარეაბილიტაციო სამუშაოები ივლისიდან დაიწყება. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, შესაბამისი სამუშაოები ღამის საათებში განხორციელდება და მგზავრთა გადაადგილება არ შეფერხდება.

მეტროპოლიტენის რეაბილიტაციისთვის, ჯამში 100 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი, საიდანაც მხოლოდ ძალოვანი კაბელების და სავენტილაციო სისტემის მოწესრიგებაზე 15 მლნ დოლარი დაიხარჯება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს