ვარშავაში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური  ცერემონია გაიმართა

ვარშავაში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს. საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი დღეს, ვარშავაში, პრეზიდენტის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონიით დაიწყო.

„ცერემონის ფარგლებში შესრულდა საქართველოს და პოლონეთის სახელმწიფო ჰიმნები. სალომე ზურაბიშვილმა და ანდჟეი დუდამ ერთმანეთს თანმხლები ოფიციალური პირები წარუდგინეს. საქართველოს პრეზიდენტი პოლონურ ენაზე მიესალმა საპატიო ყარაულის ჯარისკაცებს და პატივი მიაგო სახელმწიფო დროშას.

დახვედრის ოფიციალური ცერემონიიის შემდეგ საქართველოს და პოლონეთის პრეზიდენტებმა პირისპირ მოლაპარაკებები გამართეს“, - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო: ვარშავაში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა