მოწმე - ექიმის განმარტებით, რევაზ ნასიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მორფის გაკეთებას არ საჭიროებდა, რის გამოც, შეკამათება მოხდა

ექიმის განმარტებით, რევაზ ნასიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მორფის გაკეთებას არ საჭიროებდა, რის გამოც, შეკამათება მოხდა, - ამის შესახებ ექიმის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანებაში ბრალდებული მსახიობის, რეზი ნასიძის სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხულმა სამართალდამცავმა განაცხადა.

ის იმ საპატრულო ეკიპაჟის წევრია, რომელიც ინციდენტის დროს საავადმყოფოში გამოიძახეს.

„ადგილზე დაგხვდა ექიმი ნოე ბერიშვილი და პაციენტი რევაზ ნასიძე. ბერიშვილს მარცხენა თვალის არეში აღენიშნებოდა დაზიანება, საიდანაც სისხლი სდიოდა. გამოკითხვისას აღნიშნა, რომ მას პაციენტმა ხელი დაარტყა, რა დროსაც აღნიშნული დაზიანება მიიღო და განიცადა ფიზიკური ტკივილი. ნასიძემ აღნიშნა, რომ საავადმყოფოში ძლიერი თავის ტკივილის გამო იყო და მიუხედავად პრეპარატების გამოყენებისა, ტკივილი არ უმსუბუქდებოდა, რის გამოც ექიმს მორფის გაკეთება მოსთხოვა. ექიმის განმარტებით კი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მორფის გაკეთებას არ საჭიროებდა, რის გამოც, შეკამათება მოხდა", - განაცხადა სამართალდამცავმა.

შეგახსენებთ, რომ რეზი ნასიძესა და ექიმ ნოე ბერიშვილს შორის ინციდენტი მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში მოხდა, სადაც ნასიძე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა მაღალი სიცხით შეიყვანა. სამედიცინო პერსონალის განმარტებით, კონფლიქტი პაციენტის საავადმყოფოში შეყვანიდან 13 წუთში დაიწყო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი, ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობით, ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო