„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მომხმარებლებს SMS სერვისში გამარტივებულ ჩართვას სთავაზობს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, მომხმარებლებს SMS სერვისში გამარტივებულ ჩართვას სთავაზობს. gwp-ის SMS სერვისზე რეგისტრაციისთვის მომხმარებელი მობილური ტელეფონიდან 90111-ზე აბონენტის ნომერს აგზავნის და მომენტალურად SMS სერვისში ერთვება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან“ აცნობეს, gwp-ის SMS სერვისში ჩართული აბონენტები მუდმივად ინფორმირებულები არიან კომპანიის ტექნიკური სამუშაოების შესახებ.

მათივე ინფორმაციით, SMS სერვისში ჩართულ აბონენტებს შეუძლიათ ელექტრონული ქვითრის მიღება, სერვისზე რეგისტრირებული მობილური ტელეფონის ნომრის ან ელ.ფოსტის შეცვლა და დამატებით სხვადასხვა სახის ინფორმაციის მოთხოვნა.

კომპანიამ SMS სერვისში ჩართვის ანალოგიური ფორმა რუსთავის წყლისა და მცხეთის წყლის აბონენტებისთვისაც დანერგა.

დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ფეისბუქის, ვებგვერდის - www.gwp.ge და ცხელი ხაზის - 2 93 11 11 მეშვეობით.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო