სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ შრომის სამართალში კონფერენცია ჩატარდა

იუსტიციის უმაღლესი სკოლის და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) თანამშრომლობით, დღეს, სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ ჩატარდა კონფერენცია შრომის სამართალში.

აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ იუსტიციის უმაღლესი სკოლიდან აცნობეს.

როგორც მათ მიერ მოწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კონფერენციის ფარგლებში, მომხსენებლებად მოწვეულნი იყვნენ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის როგორც უცხოელი, ისე ქართველი ექსპერტები, მოსამართლე-ექსპერტი თბილისის სააპელაციო სასამართლოდან, ასევე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, საქართველოს დასაქმების ასოციაციისა და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების წარმომადგენლები.

მოხსენებები ეხებოდა ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა და დისკრიმინაცია დასაქმების ადგილზე. კერძოდ, მიმოხილულ იქნა აღნიშნულ ორ თემატიკაზე როგორც საერთაშორისო სტანდარტები, ისე ეროვნული კანონმდებლობა და სასამართლო პრაქტიკა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მოსამართლეები საქართველოს სხვადასხვა სასამართლოდან, ადვოკატები, ასევე საქართველოს დასაქმების ასოციაციისა და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების წარმომადგენლები, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს შესაბამის პანელურ დისკუსიებში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა