ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, მცდარია მოსაზრება, რომ დავით გარეჯში განვითარებულ მოვლენებს პრეზიდენტს უკავშირებენ

პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია კომისიამ, რომელიც წლების განმავლობაში იყო გაჩერებული, მუშაობა განაახლოს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა. მოისწრაფიშვილის თქმით, ის მოსაზრება, რომ დავით გარეჯში განვითარებულ მოვლენებს პრეზიდენტს უკავშირებენ, მცდარია.

„პრეზიდენტის პოზიცია არის ცალსახა. საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის დროს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან მიღწეული იქნა ერთობლივი შეთანხმება იმისათვის, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის საბოლოოდ დადგინდეს საზღვარი. პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია კომისიამ, რომელიც წლების განმავლობაში იყო გაჩერებული, მუშაობა განაახლოს. ეს არის მთავარი მდგენელი ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობის შემდგომი განახლებისათვის“, - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა