სერგი კაპანაძე - დაუშვებელია, რომ ივანიშვილმა „რუსთავი 2“ გააჩუმოს

ინფორმაცია, რომელიც ჩვენ „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობისაგან მოვისმინეთ, საგანგაშოა. ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ სურვილია, რომ საქართველოში თავისუფალი მედია გააჩუმოს, - ასე ეხმაურება პარლამენტის ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერი სერგი კაპანაძე „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ დაწყებულ ახალ სასამართლო დავას.

როგორც კაპანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მათ კონსულტაციები ექნებათ როგორც „რუსთავი 2“-ის გუნდთან, ასევე სხვა ძალებთან.

„დაუშვებელია, რომ ივანიშვილმა „რუსთავი 2“ გააჩუმოს. აქ ყველანი ერთად უნდა დავდგეთ, ვისაც გვსურს ქვეყანაში იყოს დემოკრატიული პროცესები და ქვეყანა წავიდეს წინ“, - აღნიშნა სერგი კაპანაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა