გრიგოლ ვაშაძე - ივანიშვილის საოკუპაციო რეჟიმს სურს გააძლიეროს ოპოზიციის დევნა და სცადოს თავისუფალი სიტყვის ჩახშობა

გაერთიანებულ ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ხელისუფლება „რუსთავი 2" -ზე თავდასხმით, სიტყვის თავისუფლებაზე ახალ შეტევას იწყებს. ამის შესახებ ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ზუგდიდის მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლებას ტელევიზიაზე რევანშის აღება სურს.

„შვიდი წლის განმავლობაში ივანიშვილის რეჟიმმა გამოიწვია სამი უმწვავესი კრიზისი: პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, რაც ქალაქებიდან და სოფლებიდან მასობრივ ემიგრაციას, გაღატაკებულ მოსახლეობას და ქვეყნისთვის საჭირო ყველა ეკონომიკური პროექტის გაჩერებას გულისხმობს. ახლა კი ივანიშვილის საოკუპაციო რეჟიმს სურს დაუპირისპირდეს საზოგადოებას, გააძლიეროს ოპოზიციის დევნა და ეცადოს თავისუფალი სიტყვის ჩახშობას. მათ სურთ „ფეიქ“ სარჩელით „ფეიქ“ ნიუსების „ფეიქ“ ფაბრიკად გადააქციოს „რუსთავი 2“, თუმცა, ჩვენ, მთელი პოლიტიკური სპექტრი და საზოგადობა დავიცავთ მათ, მათ შორის უკიდურესი ფორმებით, რადგან არ დაგანებებთ, ეს ქვეყანა დაემსგავსოს ივანიშვილისთვის სათაყვანებელ რუსეთის ფედერაციას“, - განაცხადა ვაშაძემ.

„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გუშინ გააკეთა განცხადება, რომ ტელეკომპანიაზე „შეტევის ახალი ფაზა იწყება“.

მისი განცხადებით, „რუსთავი2“-მა ტელევიზიის წილის 9%-ის მფლობელის ნინო ნიჟარაძის სარჩელი მიიღო, რომლის მიხედვითაც, ნიჟარაძე „რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორისგან, სხვა მეწილეებისგან და ე.წ გაყიდვების სახლისგან, ჯამში დაგროვილი გადასახადების სახით, 26 მილიონ ლარის კომპენსაციას ითხოვს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა