დიღმის მასივში ავტობუსის მძღოლი დაჭრეს

დიღმის მასივში #46 ავტობუსის მძღოლი დაჭრეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მძღოლი ბასრი იარაღითაა დაჭრილი, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ამასთან, შსს უარყოფს ინფორმაციას, რომ შემთხვევის ადგილზე იყო გასროლა.

ადგილზე საპატრულო პოლიცია მუშაობს. შემთხვევის ადგილზეა გასული „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ჯგუფიც.

„ჩვენთან შემოვიდა ინფორმაცია ინციდენტთან დაკავშირებით, თუმცა, კონკრეტულად რა მოხდა, ინფორმაციას არ ვფლობთ. მოხდა თუ არა გასროლა არ ვიცით. დეტალების შესახებ ადგილზე კომპანიის ჯგუფის მისვლის მერე გვეცოდინება“, - განაცხადეს კომპანიაში.

იხილეთ ვიდეო: დიღმის მასივში ავტობუსის მძღოლი დაჭრეს

გია ხუხაშვილი - ავტორიტარული მიდრეკილების გარდა, ჩვენ გვყავს აბსოლუტურად არაკომპეტენტური ხელისუფლება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„გორგიას“ პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო გადაეცა