ხატია მოისწრაფიშვილი - შეწყალების კომისიის შემადგენლობა და კრიტერიუმები ცოტა ხანში გახდება ცნობილი

შეწყალების კომისიის შემადგენლობა და კრიტერიუმები ცოტა ხანში გახდება ცნობილი, - ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მოისწრაფიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ შეწყალების კომისია არ არის დაკომპლექტებული, პრეზიდენტი მაინც ახორციელებს შეწყალების აქტს.

„უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი კომისიის და იმ კრიტერიუმების შესახებ, რითაც იხელმძღვანელებს ახალი კომისია. შესაბამისად, ამის შემდგომ გახდება ცნობილი შემადგენლობაც, თუმცა პარალელურ რეჟიმში შეწყალება არის პრეზიდენტის დისკრეცია და პირდაპირი შეწყალების წესით საქართველოს პრეზიდენტი ახორციელებს ჰუმანურობის აქტის გამოცემას“, - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

იხილეთ ვიდეო

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს