თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩანა შენგელიას ორი სასარჩელო მოთხოვნა დაუშვებლად სცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩანა შენგელიას ორი სასარჩელო მოთხოვნა დაუშვებლად სცნო. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს ბაჩანა შენგელიას ადვოკატმა, ამირან მეშველიშვილმა განუცხადა.

„სასამართლომ განმარტა, რომ ბაჩანა შენგელიას, როგორც ია კერზაიას უფლებამონაცვლეს, არ ჰქონდა უფლება გაესაჩივრებინა განათლების მინისტრის ადმინისტრაციული აქტები. პლუს მიიჩნია, რომ დასკვნა არ არის ადმინისტრაციული აქტი, რომლის საფუძველზეც მინისტრმა გამოსცა ბრძანება, რასაც არ ვეთანხმებით. ასევე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მინისტრის ბრძანების გასაჩივრების უფლება არ ჰქონდა ბატონ ბაჩანას. შესაბამისად, ეს ორი სასარჩელო მოთხოვნა დაუშვებლად იქნა ცნობილი.

დანარჩენი ორი სასარჩელო მოთხოვნა, რომელიც ქალბატონი ია კერზაიას მიმართ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენასა და ბატონი ბაჩანას მორალური ზიანის სიმბოლური თანხით ანაზღაურებას ეხებოდა, მისი დედის, ია კერზაიას გარდაცვალების გამო, ეს გადაკვალიფიცირდა სამოქალაქო დავად და ის სამოქალაქო სასამართლოს გადაეგზავნება. იმ სახით, რა სახითაც სარჩელი შემოტანილი გვქონდა, ამჟამად საქმის წარმოება შეწყვეტილია. ახლა უკვე სამოქალაქო სასამართლომ უნდა იმსჯელოს დასაშვებია, თუ არა ეს დავა", - განაცხადა მეშველიშვილმა.

ცნობისთვის, ბაჩანა შენგელიას სარჩელი ეხებოდა სკოლის ინსპექტირების შესახებ დასკვნის ბათილად ცნობის მოთხოვნას, ამის საფუძველზე გაცემული განათლების მინისტრის ბრძანების ბათილად ცნობას, ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის, ია კერზაიას მიმართ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას და ია კერზაიას გარდაცვალების გამო ბაჩანას შენგელიას მორალური ზიანის ანაზღაურებას სიმბოლური თანხით - 1 ლარით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა