ხატია მოისწრაფიშვილი პრეზიდენტის მიერ ტრამპის „ტვიტის" გაზიარებაზე - მოკვლევა ჩავატარეთ, ეს იყო შეცდომა, რომელიც სოციალური ქსელების მართვის მენეჯერმა დაუშვა

ეს იყო შეცდომა, რომელიც დაუშვა სოციალური ქსელების მართვის მენეჯერმა, - ასე გამოეხმაურა პრეზიდენტის პრესსპიკერი ხატია მოისწრაფიშვილი სალომე ზურაბიშვილის მიერ „ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე დონალდ ტრამპის ტვიტის გაზიარებას, რომელშიც ტრამპი პრეზიდენტობის კანდიდატს ჯო ბაიდენს "მძინარას" უწოდებს.

კითხვაზე, თუ რა ზომები მიიღო პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ამ შეცდომასთან დაკავშირებით, მოისწრაფიშვილმა განაცხადა, რომ ეს ადმინისტრაციის შიდა საქმეა.

„ეს იყო შეცდომა, ჩვენი რესურსით ჩავატარეთ მოკვლევა და ეს იყო შეცდომა, რომელიც დაუშვა სოციალური ქსელების მართვის მენეჯერმა", - განაცხადა მოისწრაფიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა