„თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლი, შელაპარაკების ნიადაგზე, გამვლელი მანქანის მძღოლმა დაჭრა

„თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ინფორმაციით, #46 ავტობუსის მძღოლი კერძო მანქანის მძღოლმა დაჭრა.

ინციდენტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

„შელაპარაკება არ მომხდარა მგზავრსა და მძღოლს შორის. მძღოლი კერძო ავტომობილის მძღოლმა დაჭრა ცივი იარაღით. შემთხვევა ბელიაშვილის ქუჩაზე მოხდა. დაჭრილი მძღოლი გადაყვანილია საავადმყოფოში და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევის შედეგად მხოლოდ ერთი პირი, ავტობუსის მძღოლია დაჭრილი“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“.

ცნობისთვის, დიღმის მასივში #46 ავტობუსის მძღოლი ცოტა ხნის წინ დაჭრეს. შსს უარყოფს ინფორმაციას, რომ შემთხვევის ადგილზე იყო გასროლა.

გია ხუხაშვილი - ავტორიტარული მიდრეკილების გარდა, ჩვენ გვყავს აბსოლუტურად არაკომპეტენტური ხელისუფლება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„გორგიას“ პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო გადაეცა