საქართველოს და პოლონეთის პრეზიდენტებმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის მიმართულებებზე იმსჯელეს

საქართველოს და პოლონეთის პრეზიდენტებმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის მიმართულებებზე იმსჯელეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, პოლონეთში, საქართველოს პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილი პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ანდჟეი დუდას შეხვდა.

მათივე ინფორმაციით, პრეზიდენტებმა მოლაპარაკებები პირისპირ და დელეგაციების თანხლებით, გაფართოებულ ფორმატში გამართეს. მხარეებმა საქართველო-პოლონეთის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს, რომელიც წლების განმავლობაში დინამიურად ვითარდება. მხარებმა პოლონეთთან დიპლომატიური ურთიერთობის დაწყების 100 წლის იუბილეზე გაამახვილეს ყურადღება და აღნიშნეს, რომ ეს თარიღი კიდევ ერთხელ ცხადყოფს საქართველო - პოლონეთის მყარ, სტაბილურ ურთიერთობებსა და საერთაშორისო ასპარეზზე ნაყოფიერ თანამშრომლობას.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ ისაუბრეს და საქართველოს პრეზიდენტმა ანდჟეი დუდას ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

მათივე ცნობით, საუბარი შეეხო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს და სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ დასვა, ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატის გაძლიერების საკითხი.

ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საჭიროა, აღნიშნული ფორმატის მაღალ, პოლიტიკურ დონეზე აყვანა. ხაზი გაესვა პოლონეთის როლის მნიშვნელობას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში და ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დააყენა საკითხი, რომ ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების მხრიდან საქართველოს მიღწევები სათანადოდ შეფასდეს და არ იყოს განზოგადებული მიდგომები, ხელი შეეწყოს საქართველოს სექტორულ ინტეგრაციას ევროკავშირში. მაგალითად, განათლების, კულტურისა და სხვა სფეროებში, სადაც საქართველოს არ სჭირდება დამატებითი ძალისხმევა, ისარგებლოს იმ ბენეფიტებით, რითაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები სარგებლობენ. მოლაპარაკებებისას საუბარი შეეხო ცირკულარული მიგრაციის საკითხს, რომელიც საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იგი ხელს შეუწყობს რეგულარულ მიგრაციას, რაც თავისთავად, არალეგალური მიგრაციის პრობლემის გადაჭრის საფუძველია. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხაზი გაესვა საქართველოს ეკონომიკის ზრდის სტიმულირებისათვის ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობისა და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების მნიშვნელობას. საქართველოსათვის საინტერესოა სამი ზღვის - შავი ზღვის, ბალტიისა და ხმელთაშუა ზღვის ინიციატივაში მონაწილეობა, რაც ასევე საქართველოს ეკონომიკის განვითარების ხელშემწყობი გახდება.

როგორც საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესზე საუბრისას აღინიშნა, მნიშვნელოვანია, რომ 2019 - 2020 წლებში, პოლონეთის საელჩო საქართველოში ნატო-ს საკონტაქტო საელჩოს ფუნქციას ასრულებს, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. აღინიშნა, რომ საქართველოსათვის საინტერესო მაგალითია პოლონეთის სახელმწიფო მოწყობა და დეცენტრალიზაცია, რადგან რეგიონთა შორის ურთიერთობი საქართველოს განვითარებისათვისაც ძალიან მნიშვნელოვანია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო