სურსათის ეროვნული სააგენტო - ფაროსანასთან ბრძოლის პროცესში მნიშვნელოვანია ყველა რგოლის ჩართულობა და დაუშვებელია ამ თემის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება

ფაროსანას საკითხის პოლიტიზება არასწორია, რადგან ამ მავნებელს ყველა ერთად უნდა ვებრძოლოთ, - ასე გამოეხმაურნენ პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ზესტაფონის მერობის კანდიდატის, გოგი წულაიას აქციას მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო ცენტრში.

ცენტრის ხელმღვანელის, ლაშა შალამბერიძის თქმით, არასწორია ინფორმაცია, თითქოს მავნებელთან ბრძოლა არ ხდება და ტექნიკა სოფელში არ გადის.

„ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიზება არ შეიძლება და არასწორია. მავნებლის წინააღმდეგ უნდა ვიბრძოლოთ ყველამ, მათ შორის პოლიტიკოსმა. რაც შეეხება ტექნიკას, ადგილზე დგას თერმული ნისლის ტექნიკა, რომელიც ღამით გამოიყენება. არასწორია ინფორმაცია, თითქოს ტექნიკა არ გადის სოფლებში", - განაცხადა ლაშა შალამბერიძემ.

მისი თქმით, ასევე არასწორია ინფორმაცია, თითქოს ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობით ფუტკარი და ფრინველები განადგურდნენ. მისი თქმით, ამის ლაბორატორიულად დადასტურებული არც ერთი ფაქტი არ არსებობს.

ამასთან, როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, ფაროსანასთან ბრძოლის პროცესში მნიშვნელოვანია ყველა რგოლის ჩართულობა და დაუშვებელია ამ თემის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება, მითუმეტეს მიზანმიმართულად არასწორი ინფორმაციების გავრცელება.

„მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებები ყოველდღიურ რეჟიმში აქტიურად მიმდინარეობს დასავლეთ საქართველოში. მთლიანად მობილიზებულია 250 -მდე, მათ შორის იმერეთის რეგიონში 60 ერთეული სპეციალიზებული ტექნიკა. იმერეთის რეგიონში დამონტაჟებულია 13 500 მეტი "მოიზიდე და გაანდგურე" სადგური, მათ შორის 1600 ზე მეტი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, რომელთა მეშვეობითაც ხდება გამოსული მავნებლის განადგურება. აგრეთვე, ინფორმაცია მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებების შესახებ ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ გვერდებზე, ასევე სპეციალურად შექმნილი ვებგვერდის parosana.ge-ს საშუალებით“, - აცხადებენ სურსათის ეროვნული სააგენტოში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს