საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - საელჩოებს უცხოური ბაზრის მონიტორინგი დაევალათ, რათა ქართული პროდუქტის, ღვინის ფალსიფიკაცია თავიდან იქნას აცილებული

საქართველოს საელჩოებს უცხოური ბაზრის მონიტორინგი დაევალათ, რათა ქართული სამეურნეო პროდუქტის, ღვინის ფალსიფიკაცია თავიდან იქნას აცილებული, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ღვთისიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული პროცესის შედეგად, სავარაუდო ყალბი პროდუქტის იდენტიფიცირება ხდება, რის შემდეგაც შესაბამისი უწყებები ერთობლივი ძალისხმევით პრობლემის აღმოფხვრაზე მუშაობენ.

„საელჩოებს დავალება აქვთ მიცემული, რომ არსებულ ბაზრებზე მონიტორინგი გააკეთონ, ძირითადად ჩვენი სასოფლო სამეურნეო პროდუქტი, ეს არის ღვინო და რომ არ მოხდეს ფალსიფიკაცია, გაყალბება და შესაბამისად ამ მიმართლებით მუშაობენ ჩვენი საელჩოები. სავარაუდო ყალბი პროდუქტის იდენტიფიცირებას აკეთებენ, რომლის შესახებაც ინფორმაციას დედაქალაქს აწვდიან. შემდეგ უკვე ჩვენ, სამინისტრო და შესაბამისი უწყებები, ამ შემთხვევაში - საქპატენტი ერთობლივი ძალებით ვებრძვით ფალსიფიკაციას და გაყალბებას“,-განაცხადა ალექსანდრე ღვთისიაშვილმა.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, 2018 წლის განმავლობაში გაწეულ საქმიანობასა და სამომავლო ნაბიჯებთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ღვთისიაშვილს უსმენენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა