პროექტის - „ევროკავშირი გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი კომისიის მხარდასაჭერად“ დახურვის ცერემონია გაიმართა

პროექტის - „ევროკავშირი გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი კომისიის მხარდასაჭერად“ დახურვის ცერემონია გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილება მიიღეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, ევროკავშირის დელეგაციის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ღონისძიების მთავარი მიზანი იყო პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგების და გამოწვევების გაზიარება.

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის რატიფიცირების ფონზე (სტამბოლის კონვენცია), ევროკავშირის დელეგაცია მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას სტამბოლის კონვენციის ვალდებულებების შესრულების საკითხში.

პროექტის მთავარი მიზანი იყო საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების ხელშეწყობა საჯარო მმართველობაში გენდერული მეინსტრიმინგის ჩამოყალიბების საქმეში. საქართველოში არსებობს გენდერული თანასწორობის ჩარჩო, რომლის გაძლიერებაც მოხდა 2017 წლის ივნისში, გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის შექმნის გზით.

პროექტის მთავარი პარტნიორი და მისი ბენეფიციარი გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია იყო. პროექტის სხვა პარტნიორები იყვნენ: სამინისტროები (ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო; შინაგან საქმეთა სამინისტრო; იუსტიციის სამინისტრო; ფინანსთა სამინისტრო), უზენაესი სასამართლო; საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური; საქართველოს პროკურატურა; ადგილობრივი თვითმმართველობები (გორი და ზესტაფონი), მედია, რელიგიული ლიდერები და სამოქალაქო საზოგადოება (სტუდენტები და არასამთავრობო ორგანიზაციები).

პროექტმა შექმნა პლატფორმა საქართველოში, რომელიც უზრუნველყოფს პარტნიორობისა და თანამშრომლობის გაძლიერებას კომისიასა და დაინტერესებულ მხარეებს შორის, და დაეხმარება მათ, რომ გაეცნონ ექსპერტების გამოცდილებას, რესურსებს და მიიღონ მაქსიმალური ინფორმაცია გენდერული თანასწორობის პოლიტიკის შესახებ. ამის პარალელურად, პროექტი მჭიდროდ თანამშრომლობდა კომისიასთან ინოვაციური მექანიზმების შემუშავებისა და საზოგადოებაში გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლების საკითხებში.

პროექტი შედგებოდა ოთხი კომპონენტისგან: ინსტიტუციური მექანიზმის გაძლიერება მონაწილეობითი მიდგომის გზით; სქესის მიხედვით სეგრეგირებულ მონაცემთა შეგროვების ხელშეწყობა; ცოდნის ამაღლება გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირების კუთხით; საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და კომუნიკაციის გაძლიერება პარტნიორებს შორის.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს