კახა კალაძე „რუსთავი 2“-თან დაკავშირებულ კითხვაზე - ჩვენ გვაქვს ზედემოკრატია და ზეთავისუფლება

ჩვენ გვაქვს ზედემოკრატია და ზეთავისუფლება, - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

როგორც კალაძე აცხადებს, დღეს საქართველოში სიტყვის თავისუფლების პრობლემა არ არსებობს.

„დღეს საქართველოში ჩვენ გვაქვს თავისუფლება. თქვენ არავინ არაფერს გიზღუდავთ და ამის ძალიან ბევრი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო, თუნდაც, ბოლო დღეების სიუჟეტები“,- აღნიშნა კალაძემ.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით დასმულ კითხვას და მის განცხადებებს ტელეკომპანიის მისამართით, კალაძე აცხადებს, რომ ყველას აქვს საკუთარი აზრი.

„ყველა ადამიანს აქვს თავისი მოსაზრება და ხედვა. ყველა ერთნაირ აზრზე უნდა ვიყოთ? ჩვენ ხომ დემოკრატიულ ქვეყანას ვაშენებთ. ასე, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში იქნება აზრთა სხვადასხვაობა, იქნებიან ადამიანები, რომლებსაც კონკრეტულ თემებზე ექნებათ სხვადასხვა მოსაზრებები, როგორც ეს არის მმართველ პარტიაშიც, ჩვენს გუნდშიც არის კონკრეტული საკითხები, რომელზეც გუნდის წევრებს სხვადასხვა მოსაზრებები აქვთ“,- განაცხადა კალაძემ.

„რუსთავი 2“-ის ცნობით, სამაუწყებლო კომპანიის 9%-ის მფლობელი ნინო ნიჟარაძე დაგროვილი გადასახადების სახით კომპენსაციას ითხოვს. საუბარია ჯამში, დაახლოებით, 26 მილიონ ლარზე. ნინო ნიჟარაძე არხის ყოფილი დირექტორის, გოგი გეგეშიძის მეუღლეა და მისი გარდაცვალების შემდეგ მიიღო კომპანიის წილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო