მარიამ ჯაში - სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებული რეგულაციების გამკაცრების თაობაზე ნორმატიული აქტი სასწრაფოდ უნდა შემუშავდეს!

სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებული რეგულაციები და რეკომენდაციები სულ მცირე მინისტრის ბრძანების დონეზე უნდა გაიწეროს - თუკი ნორმატიული აქტი ჯერ შემუშავებული არ არის, სასწაფოდ უნდა შემუშავდეს, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა განუცხადა.

დეპუტატის თქმით, მას ამ თემაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან უახლოეს მომავალში ექნება საუბარი.

“როგორც ჩემთვის ცნობილია, რეკომენდაციები, რომელიც განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სამინისტრომ ჯერ კიდევ ორი წლის წინ შეიმუშავა, შესაბამისს ნორმატიულ აქტში უნდა ასახულიყო და სკოლის ადმინისტრაციების ინფორმირება სისტემურად მომხდარიყო. თუკი ნორმატიული აქტი ჯერ შემუშავებული არ არის, შესაბამისი ბრძანება სასწაფოდ უნდა შემუშავდეს და მინისტრის ბრძანება და რეკომენდაციები აბსოლუტურად ყველა ექსკურსიაზე გავრცელდეს, რომელიც სკოლის მიერ ორგანიზებული წესით იმართება. მშობლების ინიციატივის შემთხვევაში კი, აუცილებელია მშობლები ინფორმირებული იყვნენ იმ დეტალურ რეგულაციებსა და რეკომენდაციებზე, რომელიც შვილების უსაფრთხო გადაადგილებისათვის უნდა გავითვალისწინოთ“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ მარიამ ჯაშმა.

სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებული რეგულაციების გამკაცრების კუთხით საკანონმდებლო დონეზე არაფერი შეცვლილა.

აღნიშნულ საკითხზე რეგულაციების გამკაცრების პირობა ხელისუფლებამ გასული წლის ზაფხულში, მას შემდეგ დადო, რაც სასკოლო ექსკურსიების დროს რამდენიმე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, მათ შორის 2018 წლის 9 ივნისს, თბილისიდან სასკოლო ექსკურსიაზე მიმავალი მიკროავტობუსი გომბორის უღელტეხილზე, ხევიდან გადავარდა და დაიღუპა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის მე-6 კლასის მოსწავლე. ხელისუფლების მიერ კანონმდებლობის დონეზე დაანონსებული ცვლილებების მიუხედავად, პარლამენტს ჯერ მიღებული არა აქვს “ბავშვის უფლებათა კოდექსი“, რომლის ერთ-ერთი თავი საჯარო ღონისძიებებში, მათ შორის სასკოლო ექსკურსიების დროს, ბავშვის უსაფრთხოების დაცვას ეხება.

როგორც ცნობილია, სკოლებში სასწავლო პროცესი სრულდება და საგანმანათლებლო დაწესებულებები ექსკურსიების დაგეგმვას იწყებენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა