მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკური დესპანები მუშაობას  შვიდ ქვეყანაში 2020 წლიდან დაიწყებენ

საქართველოს ეკონომიკური დესპანები მუშაობას შვიდ ქვეყანაში 2020 წლიდან დაიწყებენ. ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ღვთისიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პირველ ეტაპზე საქართველოს ეკონომიკური მიმართულების დესპანები აშშ-ში, გაერთიანებულ სამეფოში, გერმანიაში, თურქეთში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, ჩინეთსა და იაპონიაში დაინიშნებიან და ისინი კონკურსის საფუძველზე შეირჩევიან.

„შემოდგომამდე ვაპირებთ, რომ ეკონომიკური დესპანობის კანდიდატების გადარჩევა მოხდეს. რის შემდეგაც სპეციალურ ტრენინგს გაივლიან საგარეო საქმეთა სამინისტროში და ალბათ, შემოდგომისთვის უკვე გავაგზავნით ამ ადამიანებს საელჩოებში, რომ 2020 წლისთვის დაიწყონ მუშაობა. დღევანდელ დღეს შვიდი ქვეყანა არის განსაზღვრული. უფრო მეტზე ჯერჯერობით არ ვფიქრობთ, რადგან ეს საპილოტე პროექტია და გვინდა, რომ ხარვეზებს თავი ავარიდოთ, დავიწყებთ ამ შვიდი ქვეყნით. რა თქმა უნდა მხოლოდ ერთ ქვეყანას არ დაფარავს და საჭიროების შემთხვევაში შეეძლებათ, რომ მეზობელ ქვეყნებში ოპერირება გააკეთონ“,-განაცხადა ალექსანდრე ღვთისიაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს