პარლამენტის განათლების კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა ინიციატივას, რომლის თანახმადაც, ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება კანონით სავალდებულო ხდება

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა ინიციატივას, რომლის მიხედვით, მისაღებ გამოცდებზე ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება კანონით სავალდებულო ხდება.

“უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები პარლამენტს “ევროპული საქართველოს“ წევრებმა სერგი კაპანაძემ და ოთარ კახიძემ შესთავაზეს.

როგორც ინიციატორმა განმარტა, სწორედ ზოგადი უნარების გამოცდა უზრუნველყოფს სოციალურად განსხვავებულ მდგომარეობაში მყოფი აბიტურიენტების გათანაბრებას, რადგანაც ზოგად უნარებში გამოცდის წარმატებით ჩასაბარებლად აუცილებელია არა მხოლოდ კონკრეტული საკითხის ცოდნა, არამედ შესაბამისი უნარების ფლობა, რაც გულისხმობს როგორც წაკითხული ტექსტის გააზრებას, ისე კონკრეტული ლოგიკური ამოცანების ამოხსნის შესაძლებლობას.

საკითხის განხილვისას დეპუტატმა სერგი კაპანაძემ აღნიშნა ისიც, რომ არასწორია არგუმენტი იმის თაობაზე, თითქოს უნარების გამოცდის გაუქმებით უქმდება პრობლემა, რაც მისაღებ გამოცდებზე ბევრი აბიტურიენტის ჩაჭრას უკავშირდება. მისივე ინფორმაციით, აბიტურიენტთა უფრო ნაკლები რაოდენობა ემზადება ზოგად უნარებში, ვიდრე სხვა საგნებში.

სერგი კაპანაძის არგუმენტები არ გაიზიარა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა. როგორც მან აღნიშნა, კონკრეტული გამოცდის სავალდებულოობა კანონში ვერ გაიწერება. საკომიტეტო განხილვაზე მარიამ ჯაშმა აღნიშნა ისიც, რომ აბიტურიენტთა 73-75 პროცენტი სწორედ აღნიშნული გამოცდისთვის ემზადება, ხოლო სკოლას მომზადების ბაზა არ აქვს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა