მანქანის მძღოლი, რომელსაც #46 ავტობუსის მძღოლის დაჭრას ედავებიან, დაკავებულია

მანქანის მძღოლი, რომელსაც # 46 ავტობუსის მძღოლის დაჭრას ედავებიან, დაკავებულია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულს გულისხმობს. დაკავებული შუა ხნის მამაკაცია.

მამაკაცი, რომელმაც სავარაუდოდ, ავტობუსის მძღოლი დაჭრა, ინციდენტის შემდეგ, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მას პოლიცია რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდა.

#46 ავტობუსის მძღოლი კერძო მანქანის მძღოლმა დაჭრა, ინციდენტს კი წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

იხილეთ ვიდეო: მანქანის მძღოლი, რომელსაც #46 ავტობუსის მძღოლის დაჭრას ედავებიან, დაკავებულია

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა