თავდაცვის მინისტრი აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს როს უილსონს უმასპინძლა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის მიმართულებები და ურთიერთობის სამომავლო გეგმები განიხილეს. როგორც როს უილსონმა აღნიშნა, აშშ-ს საქართველოსთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ძალიან ძლიერი და წარმატებული თანამშრომლობა აქვს.

ამერიკელმა დიპლომატმა თავდაცვის მინისტრს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და კიდევ უფრო გაძლიერდება.

თავდაცვის სამინისტროში შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია და აშშ-ის სამხედრო ატაშე საქართველოში, პოლკოვნიკი ჯეფრი ჰარტმანი დაესწრნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა