მწერალთა სახლი  დაკარგულ ნივთებზე - კომპანიის თანამშრომელმა, რომელიც შენობას იცავდა, ნივთები საცავიდან გაიტანა

მწერალთა სახლის დაკარგულ ნივთებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მწერალთა სახლის ინფორმაციით, 2018 წლის ივლისში აღმოაჩინეს, რომ საცავიდან გატანილია ნივთები, რომელიც აუდიტორული კომპანიის მიერ შეფასებულია 850 ლარად.

„ინტერპრესნიუსი“ მწერალთა სახლის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„გვსურს, გამოვეხმაუროთ მედიისა და საზოგადოების ინტერესს მწერალთა სახლიდან 2018 წელს დაკარგულ ნივთებთან დაკავშირებით.

2017 წელს დავიწყეთ მზადება დავით სარაჯიშვილის მემორიალური მუზეუმის გახსნისთვის. შესაბამისად, აღმოსავლურ ოთახში ჩატარდა სარესტავრაციო - სარეაბილიტაციო სამუშაოები კერძო სექტორის ფინანსური მხარდაჭერით. ამ წლების მანძილზე რამდენჯერმე შევიძინეთ სხვადასხვა დროს დაკარგული ჭურჭლის კომპლექტი სარჯიშვილის მონოგრამით და დავაარსეთ სპეციალური ფონდი დავით სარაჯიშვილის სახლიდან ასევე ადრეულ წლებში გატანილი ავეჯის დასაბრუნებლად.

მუზეუმის ექსპოზიციაზე მუშაობის პროცესში, 2018 წლის ივლისში აღმოვაჩინეთ, რომ საცავიდან გატანილია ნივთები (აუდიტორული კომპანიის მიერ შეფასებული საერთო ღირებულებით 850 ლარად); აქვე განვმარტავთ, რომ მწერლთა სახლის ბალანსზე არსებული ყველა ნივთი აღრიცხული და შეფასებულია აუდიტის მიერ 2011 წელს მწერალთა სახლის გახსნისთანავე.

შექმნის დღიდან 2018 წლამდე მწერალთა სახლის შენობას იცავდა სსიპ „დაცვის პოლიციის დაპარტამენტი“, რომელმაც საფასური გააორმაგა და ჩვენი მკაცრად განსაზღვრული ბიუჯეტის ფარგლებში შეუძლებელი გახდა მათი მომსახურებით სარგებლობა. შენობის დაცვა გააგრძელა ტენდერში გამარჯვებულმა ერთ-ერთმა კომპანიამ, სწორედ ამ კომპანიის თანამშრომელმა 2018 წლის გაზაფხულზე გაიტანა ნივთები საცავიდან; 2018 წლის 25 ივლისს, ძარცვასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ ეცნობა პოლიციას, აღძრულია საქმე და მიმდინარეობს გამოძიება“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა