მარიამ ჯაშმა ისანი-სამგორისა და კრწანისის რაიონების 209 წარჩინებულ მოსწავლეს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადასცა

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა თბილისის სამგორის, ისნისა და კრწანისის რაიონების გამგებლებთან კახა გულედანთან, კახა ლაბუჩიძესთან და ლევან ჯაფარიძესთან ერთად ამავე რაიონების საჯარო სკოლების 2017-2018 სასწავლო წლის წარჩინებულ მოსწავლეებს სერტიფიკატებთან ერთად 148 ოქროსა და 61 ვერცხლის მედალი, წიგნები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

„საამაყო დღე არის ჩვენთვის და თითოეული თქვენგანისთვის. მუდამ ასეთი წარმატებით გაგევლოთ შემდგომი აკადემიური და პროფესიული გზის ეტაპები“, - მიმართა მარიამ ჯაშმა ახალგაზრდებს.

პარლამენტის პრესცენტრის ცნობით, დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობდნენ ასევე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი მარიამ ჩიქობავა, პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის სამგორის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გულნარა ამილიძე.

დაჯილდოების ცერემონია თბილისის ისანი-სამგორის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრში გაიმართა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს