8 მაისს, გაერო-ს საგზაო უსაფრთხოების გლობალურ კვირეულთან დაკავშირებით სტუდენტებთან საქართველოს გზებზე არსებულ ვითარებაზე შეხვედრა გაიმართება

6-12 მაისს, გაერო-ს საგზაო უსაფრთხოების მეხუთე გლობალური კვირეული 100-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება, რომლის გზავნილია “გაუფრთხილდი სიცოცხლეს #ხმააიმაღლე”, ხოლო მთავარი თემაა ლიდერობა საგზაო უსაფრთხოებისთვის, რაც გულისხმობს გზებზე მსხვერპლის შემცირებას როგორც გადაწყვეტილების მიმღებ პირთა ლიდერობით, ასევე - საზოგადოების გააქტიურებით. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, 8 მაისს “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის”, “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის”, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სადაზღვევო კომპანიის “ჯიპიაი ჰოლდინგი” წარმომადგენლები ილიასა და ი. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებთან შეხვედრას გამართავენ და ისაუბრებენ საქართველოს გზებზე არსებულ ვითარებაზე, საფრთხესა და მისი თავიდან აცილების შესაძლებლობებზე.

„შეხვედრა დასრულდება აქცია-პერფორმანსით, რომელიც უნივერსიტეტის მიმდებარედ არსებულ შუქნიშნებთან გადაინაცვლებს - სტუდენტები მძღოლების ცნობიერების ასამაღლებელ აქციას გამართავენ და ზებრა გადასასვლელზე სლოგანებიანი ტრანსპარანტებით მოუწოდებენ საგზაო წესების დაცვისკენ.

შეგახსენებთ, რომ შსს-ს 2019 წლის პირველ კვარტალში წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით 8%-ით გაიზარდა სიკვდილიანობა, ხოლო საგზაო შემთხვევები და დაზიანებები 10%-ით შემცირდა.

2018 სტატისტიკური ინფორმაციით, საქართველოში 2018 წელს 6,452 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რასაც 459 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 9,047 დაშავდა. 2017 წელთან შედარებით 2018 წელს ავტოავარიების რაოდენობა 6%-ით, დაშავებულთა რაოდენობა 7%-ით გაიზარდა“, - აღნიშნულია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა