გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 მაისს 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგია შეუწყდება აბონენტებს მცხეთაში არსუკიძის, გამსახურდიას, მამულაშვილის, აღმაშენებლის, ქინძმარეულის და მიმდებარე ქუჩებზე. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, 11:00-დან 14:00 საათამდე - მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ციხისძირი, ხიდისყური, მუხრანი, ძველი ქანდა და მიმდებარე სოფლებში.

ასევე, 15:00-დან 18:30 საათამდე ენერგომომარაგება შეეზღუდება აბონენტებს დაბა სტეფანწმინდაში და სოფლებში სნო, აჩხოტი, ახალციხე, გაიბოტენი, გარბანი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

თორნიკე ჯანაშვილი - ქვეყანა ღრმა ეკონომიკურ კრიზისშია  და მომავალ წელს უფრო მძიმე  კრიზისის  წინაშე  შეიძლება აღმოვჩნდეთ
ვიქტორ ყიფიანი - როგორიც არ უნდა იყოს რეგიონალური თუ საერთაშორისო კონიუქტურა, რისკების ასაცილებლად და შესაძლებლობების გამოსაყენებლად გზები დამოუკიდებლად უნდა ვეძებოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2020
სევრის ხელშეკრულების 100 წლისთავი
სილქნეტის სამთვიანი აქცია უფასო ინსტალაციაზე ამოქმედდა