8 მაისს პარლამენტის რიგგარეშე პლენარული სხდომა გაიმართება

8 მაისს, პარლამენტის რიგგარეშე პლენარული სხდომა გაიმართება. რიგგარეშე სხდომის მოწვევა ორი საკანონმდებლო ინიციატივის დამტკიცების გამო გადაწყდა.

8 მაისის სხდომაზე პარლამენტს დაგეგმილი აქვს „შრომის კოდექსში“ ცვლილებების პროექტის მესამე მოსმენით დამტკიცება, რომელიც თავის მხრივ, 12 მაისის სტატუსს განსაზღვრავს. კერძოდ, პროექტის თანახმად, 12 მაისი წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღის გარდა, ასევე იქნება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე.

8 მაისის სხდომაზე პარლამენტი ასევე მიიღებს “სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომელიც კონკრეტულ ნორმათა თარიღის ცვლილებას ეხება. პროექტს ერთი მოსმენით განიხილავენ და დაამტკიცებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა