სავარაუდოდ, მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ის გავრცელებულ ჩანაწერში - მე  პოლიტიკურად ვცდილობ ესენი გავანადგურო

მე პოლიტიკურად ვცდილობ ესენი გავანადგურო, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ძმის შვილთან სატელეფონო საუბარში მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს.

სუს-ის მიერ გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით, მაჩალიკაშვილი ძმის შვილთან საუბარში ამბობს იმასაც, რომ „სიკვდილი და გადარჩენა ფეხებზე კიდია და წამსვლელია იქ, სადაც თემირლანია“.

„მე აქ პოლიტიკურად ვცდილობ ესენი გავანადგურო. ჩვენ გვერდით არავინ არ გვყავს დამდგომი. გარდა ჩვენ ორისა, არავის არ ადარდებს და არც დაინტერესდებიან. მე ვარ და შენ ხარ. მე და შენ სიკვდილი და გადარჩენა ფეხებზე გვკიდია, არ გვჭირდება. იქ რომ ცხოვრობს თემირლანი, ეგ გვჭირდება მე და შენ, ჩვენც იქ, იმ ადგილას ვართ წასასვლელები. ამიტომ სხვა დანარჩენი მოაშორე. არც შენი აეროპორტში სიარული მჭირდება და არც შენი საავადმყოფოებში სიარული, ანზორიც რომ იწვეს მანდ. თუ საჭირო იქნება... მე აქ ვცდილობ ესენი პოლიტიკურად გავანადგურო, მეორე გზას შენ უნდა მიხედო. წასასვლელი და მოსასვლელი ფული არ მაქვსო, მაგის გამო არ უნდა გაჩერდე, მე არ უნდა მომერიდო არასოდეს. ბიძა, მე აქ მივდივარ, მე ფული მჭირდება, "ვსიო" მორჩა, შენ მაგ მიმართულებით მუშაობ, მე ამ მიმართულებით ვმუშაობ, აქ როცა ხარ, მაშინაც ერთი წუთით გვერდიდან არ მომშორდე. რაღაცა რომ მოხდეს, პირველად ჰუსეინს დაურეკავენ ჰუსეინ-ო, შენ ეტყვი, მე იქ არ ვარ და არ ვიციო, ეგ სირცხვილია, ეგ არ არის სწორი“, - აცხადებს სავარაუდოდ მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერში.

ჩანაწერის თანახმად, მაჩალიკაშვილი სავარაუდოდ სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეზე სოსო გოგაშვილზე თავდასხმას გეგმავს და მის თვალთვალს ძმისშვილს ავალებს. ჩანაწერის თანახმად, ჰუსეინ მაჩალიკაშვილმა უნდა გაარკვიოს სად არის დაკრძალული გოგაშვილის მამა.

„ნახევარი საქართველო მე და შენ ჭკუის დარიგებას გვეკითხება, მე და შენ არ გვაქვს უფლება შეცდომა დავუშვათ. არავის ნდობა არ შეიძლება, მე და შენ ვისაც უნდა ვენდოთ, ის ერთი კაცი რუსლანი არის, რუსლანს რომ გაცდება, მეტი არავის ნდობა არ შეიძლება. ერთადერთი, რამზანი რომ არის? მაგის ნდობაც შეიძლება, მეტი დანარჩენი "ვსიო", და, ძმა, ნათესავი, მოგვარე, არავის ნდობა არ შეიძლება. ერთი ვისაც უნდა ვენდოთ რუსლანია და მეორე ის ბიჭი, რამზანი, იქ მორჩა. დანარჩენი არც ერთი ადამიანი არ არის სანდო, არც ერთი! სადაც მიდიხარ და მოდიხარ ის ადგილი არავის არ უნდა უთხრა, არავისთვის არ არის საჭირო თქმა. წეღან როგორც გითხარი, პირველ რიგში იმ სოფელში ხარ წასასვლელი. საღამოს წახვალ და ტაქსს ნახავ, ტაქსში ჩაჯდები, სანამ იმ ადგილზე არ ჩახვალ არავის არ ეუბნები, რომ წითელწყაროში მიდიხარ. იმ ადგილს სანამ გაცდები, აქ საქმე მაქვსო ეტყვი და იქ აუხვევ. რომ აუხვევ, სანამ ადგილზე მიხვალ ჩამოდიხარ და იმ მანქანას უშვებ იქიდან, წითელწყარომდე რა ფასიც უთხარი მისცემ და გაუშვებ. შედი იქ, იმ ეზოში, ერთი წელია გასული, წეღან

რა სახელიც გითხარი, გოგაშვილი, მაგის ადგილი ნახე, ეგ სად არის დაკრძალული, სად რა შეიძლება, ყველაფერი მე არ უნდა გასწავლო, უკვე აღარ ხარ პატარა.

იმ ადგილის მეტი სხვა შანსი არ არის, იქ რომ მოვლენ, იქ უნდა გავანადგუროთ ეგენი, ეგენი ყოველ წელს იქ მიდიან. სურათს და ყველაფერს რომ მოიტან, მერე თვითონ დავსახავ გეგმას. დღეს საღამოს იმ ადგილას წახვალ. იქ მარტო არ უნდა წახვიდე, შენთვის ყველაზე სანდო, მე არ ვიცი ვის ენდობი, შენ რამდენად სანდო ხალხი გყავს გვერდით. ვისაც ენდობი ერთი კაცი წაიყვანე, დღეს საღამოს იქ წადი და ღამით დარჩი. თუ ვინმე შეგხვდა და გითხრა რას დადიხარ აქო, აქ ერთი ქისტი არის დაკრძალულიო ეტყვი, სანახავად მოვედი მართალია თუ არათქო. ტელეფონში არაფერი არ დატოვო, ყოველთვის სუფთა უნდა იყოს ტელეფონი, ყოველთვის“, - აცხადებს სავარაუდოდ მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ის გავრცელებულ ჩანაწერში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს