სავარაუდოდ, მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმის შვილს ჩანაწერში - გოგაშვილზე უნდა იმუშავო - სად არის,  სად ცხოვრობს, მაგაზე იმუშავე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერის თანახმად, მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმის შვილს სავარაუდოდ, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის თვალთვალს ავალებს. ჩანაწერში მაჩალიკაშვილი მორის (ჰუსეინი) მაჩალიკაშვილს ეუბნება, რომ მისი საქმე მხოლოდ გოგაშვილია.

„კრიმინალებიც და ჯოგიც მე დამსდევს. ნებისმიერ ადგილზე, იქ დანის დარტყმა ხდება, იქ იარაღის სროლა ხდება, იქ სხვა ხდება. იქ თუ რაღაც მოხდა, დაჭერა ხდება. სულ პირველად, ჩვენი მხარის ხალხი შენ გიკითხავს, ჰუსეინი სად არისო. თუ ასეთი რამე მოხდა, შენ სადმე იქნები წასული, შენ ხალხისგან გაიგებ მაგას. მაგ მომენტში პირველს შენ დაგირეკავენ, შენ მოგიწევს თქმა, მანდ არ ვარ, მე სხვაგან ვარო, ამიტომ ეს მისვლა-მოსვლა მოაშორე. არავინ აღარ მომიგზავნო, ჰუსეინი ჩვენთან ერთად იქ გამოუშვიო. არსად სიარული არ არის შენი საქმე. თუ სადმე წასვლა მოგიწევს, მე გეტყვი, ჰუსეინ, შენ დღეს იქ უნდა წახვიდე-მეთქი, იქ უნდა იარო, აქ უნდა იარო. ეგ აზრები "ვაფშე" თავიდან მოიშორე. შენ თავში რაც უნდა ჩაიდო, ეგ არის, რომ გოგაშვილზე უნდა იმუშავო და იმაზე იმუშავე, სად არის, რა არის, სად დადის, სად ცხოვრობს, მაგაზე იმუშავე. სადმე წასვლა თუ მოგიწევს, მითხარი ბიძა, მე აქ უნდა წავიდე და ფული მჭირდებათქო- აი, ეგ არის შენი სამუშაო. სხვა დანარჩენი ყველაფერი თავიდან მოიშორე. არავის დარდი და არაფერი არ გქონდეს. ერთი კაცია, ვისზეც შენ უნდა იმუშავო. სად ცხოვრობს, სად დადის, საიდან მოდის. სოფელში უნდა წახვიდე, მაჩხაანში უნდა წახვიდე, სასაფლაოზე უნდა წახვიდე, მაგის მამის სახელი კლიმენტი არის, უნდა წახვიდე და ეგ საფლავი ნახო, შარშან დაკრძალეს, სად არის საფლავი ყველაფერი უნდა გაარკვიო, მოაგვარო, დადო და უნდა ვიცოდეთ. ყველაზე მეტად რაც ჩვენ ეგ ადგილი გვჭირდება. მაგაზე იმუშავე შენ, სხვის საქმეზე აეროპორტში, საავადმყოფოებში და სხვის საქმეებში სიარული არ არის შენი საქმე. შენ შენი საქმე გააკეთე“, - ამბობს მაჩალიკაშვილი ჩანაწერში.

ინფორმაციისთვის, ჩანაწერის მსგავსად, საუბრის სტენოგრამასაც სუს-ი აქვეყნებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა