ანა და დავით ბაგრატიონებს შორის სამოქალაქო დავაზე სასამართლოს გადაწყვეტილება 8 მაისს გამოცხადდება

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკსა და დავით ბაგრატიონ-მუხრანელს შორის სამოქალაქო დავაზე გადაწყვეტილება, რომელიც ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების გაყოფას ეხება, 8 მაისს გამოცხადდება.

პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა დანიშნული. გასულ სხდომაზე მხარეებმა დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს.

როგორც დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი, ლევან ჩხეიძე აცხადებს, დავა 3 ავტომობილს შეეხება, რომელთაგან ერთი სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებულია, რადგან ავტოკატასტროფაში მოჰყვა.

ადვოკატი ასევე განმარტავს, რომ აღნიშნული ავტომობილები თანაქორწინების პერიოდში არ არის შეძენილი და ეს ქონება დავით ბაგრატიონ-მუხრანელს ეკუთვნის.

საპირისპიროს ამტკიცებს ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატი, ლევან გორელაშვილი და აღნიშნავს, რომ ქონება წყვილის თანაცხოვრებისას არის შეძენილი. გორელაშვილი განმარტავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანა არ უნდა გაუჭირდეს.

ცნობისთვის, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკსა და დავით ბაგრატიონ-მუხრანელს შორის კიდევ ერთი სამოქალაქო დავის განხილვაზე, რომელიც საქართველოს სამეფო ოჯახის სახელის უნებართვოდ გამოყენებას ეხებოდა, თბილისის საქალაქო სასამართლომ განუხილველად დატოვა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს