ირაკლი კოვზანაძე სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს, მერსედეს ვერა-მარტინს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოში სსფ-ის მოქმედი და მომავალი მუდმივი წარმომადგენლები, ფრანსუა პეშო და ფელინ ჩაკირიც ესწრებოდნენ, საქართველოს მიმდინარე მაკროეკონომიკური პარამეტრები, ეკონომიკის განვითარების ტენდენციები რეგიონულ ჭრილში და სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების საკითხები განიხილეს.

„შეხვედრაზე ასევე გამახვილდა ყურადღება მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე, მათ შორის, დაგროვებით საპენსიო რეფორმასა და კაპიტალის ბაზრის მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწის აუცილებლობაზე. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა საფინანსო სექტორში ზედამხედველობის გაძლიერების მიმართულებით, რათა არსებული კანონმდებლობა სრულად შეესაბამებოდეს მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარებულ საერთაშორისო პრაქტიკას“, - აღნიშნულია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა