გია ხუხაშვილი მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმეზე - ეს კაცი თუ გეგმავდა რამეს, გეგმავდა შურისძიებას და ტერაქტის კვალიფიკაციას რატომ აძლევენ?!

ტერორისტული აქტის კვალიფიკაციას რატომ აძლევენ?! ჩვენ რომ დაგვზაფრონ, თუ რა არის მოტივაცია?! -ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა სუს-ის ბრიფინგის კომენტირებისას განუცხადა.

ხუხაშვილის თქმით, დანაშაულის კვალიფიკაციასთან დაკავშირებით მას კითხვები უჩნდება.

„გასაგებია, რომ ამ საქმის გამოძიების საფუძველი არსებობს-ამ ჩანაწერიდანაც ჩანს, მაგრამ რა დანაშაულთან გვაქვს საქმე - აქ მიჩნდება გარკვეული კითხვები. შესაძლებელია, რომ ეს ადამიანი შურისძიების მიზნით რაღაცას აპირებდა, მაგრამ ტერორისტული აქტის კვალიფიკაციას რანაირად აძლევენ და რატომ არქმევენ ?!-ჩვენ რომ დაგვზაფრონ, თუ რა არის მოტივაცია?! ეს კაცი თუ გეგმავდა რამეს რეალურად- გეგმავდა შურისძიებას ხომ?! შურისძიება, მკვლელობა ძალიან მძიმე დანაშუალია თავისთავად და მკვლელობის მომზადების კვალიფიკაცია არ იყო საკმარისი?!-რა შუაშია ტერაქტი. წაიკითხონ კანონში როგორ წერია ტერაქტის დეფინიცია. ამით გაამძაფრეს და პროპაგანდისტული ელფერი მისცეს. ამით ისევ თვითდაზიანება მიიყენეს. არასწორი კვალიფიკაციით როდესაც იწყებ ძიებას, მერე თუნდაც სწორ მიმართულებაზე მისი გადათამაშება ძალიან ჭირს ხოლმე. მკვლელობის მომზადება არ არის საკმარისი დანაშაული, რომ მაინცდამაინც ტერაქტზე არ ისაუბრო?“,-აცხადებს გია ხუხაშვილი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობა ჰქონდა განზრახული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა