სუსი - მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერი სატელეფონო ჩანაწერი არ არის

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, აუდიოჩანაწერი, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და რომელშიც სავარაუდოდ, მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერორისტულ აქტს გეგმავდა, სატელეფონო ჩანაწერი არ არის.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სუს-ში განუცხადეს, ზოგადად გამოძიების ფარგლებში, ინფორმაციის გადამოწმებისა და მტკიცებულებათა მოპოვების მიზნით, სასამართლოს შესაბამისი განჩინების საფუძველზე განხორციელდა სხვადასხვა ფარული საგამოძიებო მოქმედებები. მათ შორის, სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერა, ასევე ფარული ვიდეო, აუდიო და ფოტოგადაღება.

„გამოძიების ფარგლებში, ინფორმაციის გადამოწმებისა და მტკიცებულებათა მოპოვების მიზნით, შესაბამისი სასამართლო განჩინებების საფუძველზე განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის: სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერა და ფარული ვიდეო/აუდიო ჩაწერა და ფოტო გადაღება. პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად ცნობილი გახდა, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს განზრახული ჰქონდა ტერორისტული აქტის ჩადენა."- განუცხადეს "ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა