დავით ზალკალიანმა საქართველოში აშშ-ს საქმეთა დროებით რწმუნებულთან, ელჩ როს ვილსონთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველოში აშშ-ს საქმეთა დროებით რწმუნებულთან, ელჩ როს ვილსონთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრის ფარგლებში განიხილეს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის აქტუალური საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტები და აღინიშნა საქართველოს, როგორც რეგიონში აშშ-ს პარტნიორისა და მოკავშირის განსაკუთრებული როლი.

მათივე ცნობით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ სტრატეგიულ პარტნიორს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებული მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას და აშშ-ს მხარდაჭერის მნიშვნელობას ევროატლანტიკური ინტეგრაციის საქმეში.

დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ელჩ როს ვილსონს საქართველოში მისი დიპლომატიური მისიის განმავლობაში გაწეული ძალისხმევისთვის და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა