მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ კომპანია white&case-სგან სახელმწიფოს რაიმე რჩევა კვლავ არ მიუღია

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ კომპანია white&case-სგან სახელმწიფოს რაიმე რჩევა კვლავ არ მიუღია. მისი თქმით, მიზეზი კი ისაა, რომ ჯერჯერობით მოლაპარაკებები არ გამართულა.

მისი თქმით, დაქირავებული ყავთ კომპანია white&case იმისთვის, რომ მთავრობას იურიდიული კონსულტაცია გაუწიოს ანაკლიასთან დაკავშირებით მოლაპარაკების პროცესში.

„ამ ეტაპზე კომპანიისგან არაფერი არ გვაქვს მიღებული იმის გამო, რომ უშუალოდ მოლაპარაკების რაუნდი ჯერ არ გამართულა. ამ შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენელი აუცილებლად იქნება და დაგვეხმარება", - აცხადებს მაია ცქიტიშვილი.

მინისტრი განმარტავს, რომ white&case-ს რაიმე კონკრეტული ვადა და ვალდებულება რეკომენდაციების წარდგენასთან დაკავშირებით არ ჰქონია. კომპანიასთან ხელშეკრულების ვადა კი 31 ივლისამდეა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა