მამუკა არეშიძე  სუს-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერზე - ხმა ჰგავს, მოქმედების წესი ჰგავს, სისხლის აღების ადათი  ამ ერის ტრადიციაში არის ისევე, როგორც ზოგიერთ ჩვენს მთიელებში

გადაჭრით ვერ ვიტყვი, ნამდვილია თუ არა ეს ჩანაწერი, ხმა ჰგავს, მოქმედების წესი ჰგავს, სისხლის აღების ადათი ამ ერის ტრადიციაში არის ისევე, როგორც ზოგიერთ ჩვენს მთიელებში, - ასე გამოეხმაურა ექსპერტი მამუკა არეშიძე „კვირის პალიტრასთან“ მალხაზ მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით სუს-ის მიერ გაკეთებულ განცხადებასა და ფარულ ჩანაწერს.

როგორც არეშიძე განმარტავს, უნდა დადგინდეს ავთენტურია თუ არა, ფარული ჩანაწერი და ასევე ის, რამდენად კანონიერად არის ის მოპოვებული.

“ავთენტურობა უნდა დადასტურდეს, ისიც უნდა დადასტურდეს, რამდენად კანონიერად იყო მიღებული ეს ჩანაწერი, თუმცა ვფიქრობ, რომ სუს-ი შექმნილ ვითარებაში არ დაუშვებდა, რამე უკანონო ნაბიჯი გადაედგა. თუ ავთენტურობა დადასტურდა, ტერორისტული აქტის მომზადების მცდელობაზე შესაბამისი პასუხისმგებლობა არსებობს, ისევე, როგორც პასუხისმგებლობა არსებობს იმაზე, რომ ამდენი ხნის განმავლობაში თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით რეალური სურათი ვერ დაიდო, სიკვდილის გამოძიების ფაქტი შეიძლება მთავარი არ იყოს, მთავარი ისაა, არის თუ არა ეს ადამიანი დამნაშავე. მოკლედ ასეა თუ ისეა, მე მომხრე ვარ იმისა, რომ ვინც კანონი დაარღვია, პასუხი აგოს”, - განაცხადა არეშიძემ.

რაც შეეხება იმ ფაქტს, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს პანკისში, არეშიძე აცხადებს, რომ ამას განსაკუთრებული არაფერი მოჰყვება.

„არაფერი განსაკუთრებული. ისევე როგორც სხვაგან, იქაც არაერთგვაროვანია საზოგადოება, ვიღაცას გული შესტკივა მაჩალიკაშვილის ოჯახზე, ვიღაცისთვის მიუღებელია ეს პიროვნება, თუ ხელოვნურად არ მოხდება სიტუაციის გამწვავება, სხვა გზით არაფერი ისეთი არ მოხდება”, - განაცხადა არეშიძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო