დავით უსუფაშვილი -   მალხაზ მაჩალიკაშვილი არასწორად მოიქცა, როდესაც გამოკითხვაზე მისვლაზე  უარი თქვა

ჩემი აზრით, მალხაზ მაჩალიკაშვილი არასწორად მოიქცა, როდესაც გამოკითხვაზე მისვლაზე უარი თქვა. ასეთ შემთხვევაში, ხელისუფლებასთან, რაც არ უნდა კითხვები და პრობლემები გქონდეს, თანამშრომლობა სჯობია, -ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განუცხადა.

უსუფაშვილი გამოეხმაურა სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობა ჰქონდა განზრახული. დავით უსუფაშვილის თქმით, ობიექტური გამოძიებაა საჭირო.

„ასეთ საკითხებში, სწორედაც, სასამართლოს იმედი უნდა გვქონდეს, რომ სასამართლოში გაირკვევა მტყუნ-მართალი, თუნდაც ასეთ სერიოზულ საკითხებზე ჩვენს ვითარებაში სასამართლოსადმი ნდობის დეფიციტი, ზოგადად, დიდი პრობლემაა და ამიტომ ყველა თემის პოლიტიზირება ხდება. რაც შეეხება კონკრეტულად ამ ჩანაწერს, მასზე დაყრდნობით ვერაფერს გეტყვით. ბევრი ჩანაწერი მოვისმინეთ ბოლო წლების განმავლობაში, ზოგი დადასტურდა, ზოგი არ დადასტურდა, ამიტომ საჭიროა ობიექტური გამოძიება. ერთი, რაც ცალსახად შემიძლია ვთქვა, მე მგონი, მალხაზ მაჩალიკაშვილი არასწორად მოიქცა, როდესაც გამოკითხვაზე მისვლაზე უარი თქვა. ასეთ შემთხვევაში ხელისუფლებასთან, რაც არ უნდა კითხვები და პრობლემები გქონდეს, თანამშრომლობა სჯობია. ზოგადად, ხელისუფლებამ, თემირლან მაჩალიკაშვილის სიკვდილის გარემოებების ძიებისას ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ნდობა დაბალი იყოს მის მიმართ, არამარტო მაჩალიკაშვილების ოჯახში, არამედ მოსახლეობის დიდ უმრავლესობაში. იმედი, მაქვს ახლა მაინც, თუ რამე საქმეს მოკიდეს ხელი, ეს იქნება უტყუარი მტკიცებულებებით გამაგრებული და საზოგადოებაში ნდობის მომპოვებელი. სხვა შემთხვევაში შესაძლოა, ვითარება კიდევ უფრო გართულდეს მაჩალიკაშვილების საქმესთან დაკავშირებითაც და არამხოლოდ“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა