უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო გენპროკურატურაში დაკითხვაზე არ გამოცხადდა

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ქვეყნის გენერალურ პროკურატურაში არ გამოცხადდა, სადაც „ევრომაიდნის საქმეზე“ მისი მოწმის სახით დაკითხვა იგეგმებოდა. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება.

„როგორც ნახეთ, მოწმე დაკითხვაზე არ მოვიდა. გამომძიებელს არავინ დაკავშირებია, არც გამოუცხადებლობის მიზეზი უთქვამთ და არც დაკითხვის გადატანის შესაძლებლობაზე მოუმართავთ“, - განაცხადა გენერალური პროკურატურის სპეციალურ გამოძიებათა სამმართველოს უფროსმა სერგეი გორბატიუკმა.

მისივე თქმით, პეტრო პოროშენკოს დაკითხვაზე გამოცხადების შესახებ უწყება ორი კვირის წინ გაეგზავნა. მასთან დამატებითი კითხვები იყო 2013 წლის 1 დეკემბრისა და 2014 წლის 18-19 თებერვლის მოვლენებთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, პრეზიდენტს ხელი უნდა მოეწერა წინა დაკითხვის ოქმზე, რომელიც 2016 წლის ნოემბრით თარიღდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა